„ის კარგი მისაბაძი მაგალითი არ არის“ – ნეიმარი ესპანეთში არ სურთ

396

ლა ლიგის პრეზიდენტს ნეიმარის “ბარსელონაში“ დაბრუნება არ სურს.

„ნეიმარის ლა ლიგაში დაბრუნებას არ ვისურვებდი, რადგან ის კარგი მისაბაძი მაგალითი არ არის.

შეიძლება დიდებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ქცევის მანერაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფასეულობებში, რომლიც პროპაგანდასაც ჩვენ ვაწარმოებთ. ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ფასეულობები შეგვენარჩუნებინა და ახლა იმიჯის შეცვლა არ გვსურს.“ – ციტირებს ხავიერ ტებასის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იწერება, თითქოს ნეიმარს „პსჟ-დან“ წასვლა და „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს. როგორც ამბობენ, კოპა ამერიკას დასრულების შემდეგ, ბრაზილიელი ამ სურვილს პრესასთან, ღიად გამოთქვამს.

 

წყარო: goal.ge

SHARE