იტალიაში კორონავირუსი პროფესიონალ ფეხბურთელს აღმოაჩნდა

538

“ლა ნაციონეს” ინფორმაციით, იტალიის სერია C-ს ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. რატომღაც, მისი გვარ-სახელი არ კონკრეტდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვერაგი ავადმყოფობის მატარებელი ფეხბურთელი სიენას პროვინციაში ცხოვრობს.

გასულ კვირას ის თავისმა კლუბმა სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა იმის გამო, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ფეხბურთელს ტესტი ჩაუტარდა, მოგვიანებით კი კლუბს აცნობეს, რომ მის მოთამაშეს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა, განსაკუთრები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ცნობილია, რომ სერია A-ს რამდენიმე მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის, მათ შორის, ტურის ცენტრალური დაპირისპირება – სრულიად იტალიის დერბი “იუვენტუსსა” და “ინტერს” შორის.

ბოლო ინფორმაციით, მიდის მსჯელობა და რისკების შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, “იუვენტუსი”-“ინტერზე” ქომაგები დაუშვან.

წყარო: lelo.ge

SHARE