იუვენტუსს ფიფა 2020-ში უცნაური სახელი ერქმევა, მიზეზი ცნობილია

408

საფეხბურთო სიმუმატორ FIFA-ს მოყვარულთათვის არც ისე კარგი ინფორმაცია გავრცელდა.

ფიფას ახალ ნაწილში, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გამოვა, „იუვენტუსი“ თავისი ოფიციალური სახელით, სტადიონითა და ფორმით წარმოდგენილი არ იქნება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ტურინულმა გუნდმა ფიფას კონკურენტ Pro Evolution Soccer-თან მიაღწია ექსკლუზიურ შეთანხმებას და ამ გუნდის ხილვა მხოლოდ ხსენებულ თამაშში შეგვეძლება.

რაც შეეხება ფიფას, აქ „იუვენტუსს“ გამოგონილი სახელი, „Piemonte Calcio“ ერქმევა.

როგორც კონამის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, კომპანიამ „იუვენტუსთან“ ოთხწლიან შეთანხმებას მიაღწია და შესაბამისად, უახლოესი სამი წლის მანძილზე, ფიფაში „იუვენტუსის“ სახელს ვეღარ ვიხილავთ.

წყარო: goal.ge

SHARE