იუსტე იოტიცე: 13 წლის სენსაცია

493

13 წლის კალათბურთელი იუსტე იოციტე ლიეტუვას ქალთა პირველი ნაკრების რიგებში გამოიძახეს 2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, – წერს ფრანგული გამოცემა L’Equipe.

ნოემბერში ლიეტუვა შესარჩევ ტურნირს ალბანეთთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს.

იოციტე ამ ზაფხულს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა, სადაც საშუალოდ მატჩში 19.6 ქულასა და 8.3 მოხსნას აგროვებდა.

იოციტეს სიმაღლე 184 სანტიმეტრია. ნოემბერში მას 14 წელი შეუსრულდება.

წყარო: lelo.ge

SHARE