კატასტროფა! ქუთაისის ტორპედო ბოლო წუთებს ითვლის!..

460

გადავწყვიტეთ, 11 სექტემბერს 14 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ ნებისმიერი გზით კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვავინაა დამნაშავე მომხდარშივინ რას უცდის და სე ემდეგეს ყველაფერი არ გვაინტერესებსმხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – “ტორპედო” უნდა გადარჩესგააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი”, – წერია მიმართვაში, რომელიც ქუთაისელი გულშემატკივრების ჯგუფმა (ჩვენ ვართ ტორპედოგაავრცელა და საპროტესტო აქცია დაანონს.

სოციალურ ქსელში “ტორპედოს” გულშემატკივრებმა კლუბში არსებული მძიმე ვითარების შესახებ დაწერეს: “ქუთაისის ტორპედო” ბოლო წუთებს ითვლისბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი განცხადება გავავრცელეთ გუნდის ირგვლივ განვითარებულ ამბებზემაგრამსამწუხაროდადრესატამდე ეს მესიჯები გვიან მიდიოდაქალაქის მერიარომლგანაც ზაალ ჩაჩავასთვის კლუბის ჩამორთმევას ვთხოვდითთვეების განმავლობაში არ გვისმენდა.

შემდეგ გვატყუებდაგვიანმაგრამ მაინც მივედით იქამდერომ კლუბი მერიამ დაიბრუნათუმცა ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ კლუბის დაბრუნება არ ყოფილამას შველა სჭირდებაფეხბურთელებსრომლებიც გუნდში 3 თვის წინ მოვიდნენდღემდე ერთი ხელფასიც არ აუღიათკვლავ უხელფასოდ რჩებიან ის ფეხბურთელებიცრომლებმაც “ტორპედო” გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს და ბოლომდე გვიერთგულეს.

მაგრამ… მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ჩვენსასაცფეხბურთელები აცხადებენრომ მიუხედავად კლუბისადმი დიდი პატივისცემისაბევრი პრობლემა დაუგროვდათრის გამოც იძულებულნი ხდებიანვარჯიშებზე უარი თქვანუკვე თვეებია, გაურკვევლობაშია კახა ჩხეტიანიცფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის მას უწევს… როგორც კახა ჩხეტიანმა გვითხრამას უკვე ფეხბურთელებთან საუბრისაც რცხვენიააღარ იცის, რა უთხრას და პრობლემას საკუთარ თავში ხედავს – ეტყობაჩემი ბრალია ყველაფერიმე ვუშლი ხელს კლუბის განვითარებას და წავალ მეც მაშინო… ამას არ დავუშვებთაღარ მოვითმენთაღარ მოვტყუვდებითაღარ გაპატიებთ!” .

ქუთაისელი გულშემატკივრები თანაქალაქელებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ: ქუთაისს “ტორპედო” სჭირდება. “ტორპედოს” გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება… მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარსვისაც გული შეგტკივათ “ტორპედოზე“, 11 სექტემებრს 14:00 საათზე მოდით მერიასთანმოგიწოდებთ ყველა მშობელსვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალირომლსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ!

მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელსვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მოდით მერიასთანქუთაისს “ტორპედო” სჭირდება. “ტორპედო” ქართულ ფეხბურთსაც სჭირდებაგელოდებით, 11 სექტემბერს 14:00 საათზე მერიასთან!”.

შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს ამბობენ, რადგან საჭმლის ფული და ელემენტარული პირობები აღარ გააჩნიათ და ცხადია, ასეთი მდომარეობა “ტორპედოს” დაქვეითებას გამოიწვევს. ამისთვის აუცილებელია, რომ კლუბი ტენდერზე დროულად გავიდეს და ახალი ინვესტორი გამოუჩნდეს. სხვაგვარად, გუნდი ვერ იქნება იმ დონეზე, რასაც თავისი ტრადიციებითა და ისტორიით იმსახურებს.

წყარო: lelo.ge

SHARE