კახა ჩხეტიანი: ხელმძღვანელობასთან სერიოზული საუბარი გვექნება და მათ კონკრეტული პასუხების გაცემას მოვთხოვ

315
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში “ორდაბასთან” მარცხის (0:2) შემდეგ “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

“ვულოცავ “ორდაბასის” გამარჯვებას. სამწუხაროდ, რაც დავგეგმეთ, არ გამოვიდა, თუმცა ამ გუნდს პოტენციალი აქვს და ეს იმედს მაძლევს. რთულია, რამდენიმე დღეში გუნდს დაემსგავსო. ის ფეხბურთი, რაც გულშემატკივარმა ნახა, ამ ბიჭების ხარჯზე ვითამაშეთ.

არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა. ხელმძღვანელობასთან სერიოზული საუბარი გვექნება და მათ კონკრეტული პასუხების გაცემას მოვთხოვ.

3 დღე გუნდი დაისვენებს და ყველაფერი უნდა გაირკვეს. გავიგებთ, რა მიზნებისთვის იბრძოლებს “ტორპედო”, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის “ტორპედო” ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა და ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც მიმდინარე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

წყარო: sportall.ge
SHARE