კახა ცხადაძეს აზერბაიჯანელებმა საშველად უხმეს

470

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, “საბაჰი” კახა ცხადაძეს ეპატიჟება. ამ გუნდს იქაურ მთავარ ლიგაში ბოლო ადგილი უჭირავს და კლუბის ხელმძღვანელობა სასწრაფო წესით ეძებს საშველს.

აზერები იმასაც კი წერენ, რომ “საბაჰი” “ასტანას” ამჟამინდელ დამრიგებელ რომან გრიგორჩუკთანაც მართავს მოლაპარაკებას. ამ დროისთვის ცხადაძე ყაზახურ “ორდაბასის” წვრთნის, რომელიც ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზეა.

ცხადაძეს აზერბაიჯანში დიდი სახელი აქვს – ის ჯერ ბაქოს “სტანდარტს” წვრთნიდა, მერე კი ადგილობრივ “ინტერსაც” ხელმძღვანელობდა.

წყარო: lelo.ge

SHARE