კახელებს უმაღლეს ლიგაში ველოდებით!

327

აქართველოს ჩემპიონატი ამ კვირის ბოლოს განახლდება და გუნდებიც ბოლოსაკონტროლო მატჩებს ატარებენ. სწორედ ბოლო სპარინგმატჩი ჩაატარა ეროვნული ლიგა2-ის ერთერთმა საუკეთესო კლუბმა – “თელავმა“: ახალი მწვრთნელისრევაზ გოცირიძისხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ეროვნული ლიგის წარმომადგენელ “რუსთავს” ტოლი არაფერში დაუდო – 2:2 ეთამაშა

…ეგ კი არა, “თელავი” 2:0-ს ამარცხებდა რანგით უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე “რუსთავს”, მაგრამ მატჩის მიწურულს 2 გოლი გაუშვა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა. არადა, ეს სპარინგმატჩი (თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, ნამდვილად რომ არ წააგავდა ამხანაგურ შეხვედრას) “თელავმა” დიდი აღმავლობით ჩაატარა და ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებიც მხოლოდ ქებას იმსახურებენ.

ამ მართლაც დაძაბულ  და საინტერესო საკონტროლო მატჩზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი, “თელავში” მომხდარ ცვლილებებს გაგაცნობთ. გუნდიდან წავიდნენ – რუსი ლეგიონერი დენის მასიუტინი, ნიკა ნოზაძე და ნიკოლოზ ხაჩიძეგამოცდილი გოლიადორი დიმიტრიტატანაშვილი კი “სიონში” გააგრძელებს თავის ისედაც ხანგრძლივ კარიერას.

რაც შეეხება მატებას, “თელავში” დაბრუნდა 22 წლის შემტევი გიორგი ხარებაშვილი (“გაგრაში რომ იყო 6-თვიანი იჯარით), რომელიც წინა სეზონში კახელების გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. “თელავში” იასპარეზებს 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე(“შევარდენიდან” გადმოვიდა) და 19 წლის ცენტრალური მცველი თორნიკე ძოწენიძე (თბილისის “დინამოდან”).

აქვე, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ამ ახალგაზრდა მცველმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა “რუსთავთან” გამართულ სპარინგში, ისე, როგორც “თელავის” თითქმის ყველა ფეხბურთელმა – 20 წლის უკრაინელი მეკარით, ბოგდან ბეზკროვნით დაწყებული და ქართული საკლუბო ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანით, 37 წლის ალექსანდრე კოშკაძითდამთავრებული…

…ივნისის შუა რიცხვები იყო, “თელავში” საკადრო ცვლილება რომ მოხდა: უკრაინელი სპეციალისტის, დენის ხომუტოვის ნაცვლად, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის გაძღოლა რევაზ გოცირიძეს ანდო, რომელიც მანამდე “საბურთალო 2-ს” წვრთნიდა.

ჰოდა, მწვრთნელის შეცვლამ თითქმის 100 პროცენტით გაამართლა: ჩემპიონატში ვიდრე ერთთვიანი პაუზა დაიწყებოდა, რევაზ გოცირიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე “თელავმა” ეროვნულ ლიგა 2-ში სამი მატჩი ჩაატარა, 2  მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და გოლი საერთოდ არ გაუშვია.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ გოცირიძეს სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ გუნდშიც  (თსუ, “გორდა”, “ამერი”, “სიონი”, ცხინვალის “სპარტაკი”, “ტორპედო”, “ჩიხურა”) უთამაშია და უცხოეთშიც (უკრაინა, ისრაელი, რუსეთი)… თუმცა, ყველაზე წარმატებული პერიოდი “ვიტ ჯორჯიასა” და რუსთავის “ოლიმპში” ჰქონდა: ამ გუნდების შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ამას გარდა, “ვიტ ჯორჯიასთვის” პირველ საჩემპიონო სეზონში (2003/04) გოცირიძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. აქტიური საფეხბურთო კარიერა კი “საბურთალოში” დაასრულა 2013/14 წლების სეზონში, როცა ეს დედაქალაქური გუნდი პირველად გამოჩნდა პირველ ლიგაში, იმ დროისთვის 16-17 წლის ერთიმეორეზე ნიჭიერი ბიჭების (გიორგიხარაიშვილიგურამ გოშთელიანიჯიმი ტაბიძეგაგი მარგველაშვილილაზარე კუპატაძესანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილიგრიგოლ ჩაბრაძეგიორგი თევზაძე და სხვები) გვერდით, ორი გამოცდილი ფეხბურთელიც თამაშობდა – იმ დროისთვის 32 წლის რევაზ გოცირიძე და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების შეუცვლელი საყრდენი ნახევარმცველი, 33 წლის ზურაბ მენთეშაშვილი. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი დღესდღეობით “თელავის” ერთ-ერთი მწვრთნელია…

…”რუსთავთან” გამართულ საკონტროლო მატჩამდე, “თელავმა” ორი საწვრთნელი მატჩი ჩაატარა და ორივე – უცხოურ გუნდებთან: სომხურ “ლორის” თბილისში 1:1 ითამაშა, ხოლო თელავში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ, საქართველოში სტუმრად მყოფ ნახევრადპროფესიულ ფრანგულ კლუბ “ევინა კამპს” 5:3 მოუგო.

გულშემატკივარი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: “რუსთავთან” საკონტროლო მატჩს (თბილისში, მუხიანის სპორტკომპლექსში რომ გაიმართა) თელავიდან ჩამოსული ქომაგებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მართლაც საინტერესო და დაძაბული პაექრობის მომსწრენიც გახდნენ.

მით უფრო, რომ მოედანზე პირველი წუთებიდანვე, ნამეტნავად უკომპრომისო და … ამხანაგური მატჩისათვის აშკარად არადამახასიათებელი, ისეთი ხისტი თამაში გაჩაღდა, რომ სათვალავიც აგვერია, რამდენმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი! ეგ კი არა, პირველ ტაიმში, დაახლოებით სამწუთიან ინტერვალში არბიტრმა ორჯერ გააფრთხილა “თელავის” ახალწვეული ბექა ვარშანიძე და, შესაბამისად, მოედნიდანაც გააძევა (ოღონდ, შეცვლის უფლებით).

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, პირველ ტაიმში “თელავი” მეტოქეზე ბევრად უფრო უკეთ გამოიყურებოდა და ეს უპირატესობა გოლშიც აისახა: მარჯვენა ფლანგზე, ფირუზ მარაქველიძისადა ირაკლი რუხაძის აქტიურობას, მეტოქის საჯარიმოში მაღალი ბურთის ჩაწოდება მოჰყვა, სადაც  27 წლის უკრაინელმა ცენტრფორვარდმა იაროსლავ კვასოვმა თავით, ეფექტური გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, თუმცა “რუსთავს” თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ლუკა იმნაძემ მეტოქის უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა; ბოგდან ბეზკროვნიმ შესვენების შემდეგაც გამოავლინა ჩინებული რეაქცია, როცა პაატა კიტეიშვილისა და ლუკასილაგაძის ურთულესი დარტყმები მოიგერია.

არანაკლებ ჩინებული შანსი ჰქონდა გოლის გატანის იაროსლავ კვასოვსაც, ერთ ეპიზოდში კი, გიორგი ერისთავის მართლაც შთამბეჭდავი სოლორეიდის შემდეგ, “რუსთავი” აშკარა ხიფათს გადაურჩა.

თუმცა, “თელავმა” მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა: ამ მატჩის, უდავოდ, საუკეთესო ფეხბურთელმა, 22 წლის ირაკლი რუხაძემ ჯერ პენალტი გამოიმუშავა, შემდეგ კი ზუსტადაც შეასრულა და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

აი, ამის შემდეგ იყო, “რუსთავის” მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ შეცვლებით რომ სცადა მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა და მატჩის ბოლო წუთებში, კიდევ 2 გოლიც ვიხილეთ: ჯერ იყო და, “რუსთავის” 21 წლის ახალწვეულმა ლაშა ლეჟავამ გაგზავნა ზუსტად ბურთი მეტოქის კარში, შემდეგ კი დათა სიჭინავას კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ყველას ლუკა გადრანმადაასწრო და ანგარიშიც გაათანაბრა! ამ მეტად საინტერესო საკონტროლო მატჩში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

თელავი: ბეზკროვნი – მარაქველიძეძოწენიძებერიაშვილიჯიქია – ბაშელეიშვილივარშანიძე – ერისთავიკოშკაძერუხაძე – კვასოვიშეცვლაზე შევიდნენ: კაკიაშვილიბაჩიაშვილიკანდელაკიპუდიგოგოლიძე.

რუსთავი: მამარდაშვილი – ნოზაძეგუჯაბიძებუგულოვილაცაბიძე – ქოჩლაძე – სილაგაძევასაძეკიტეიშვილი, იმნაძე – ქავთარაძე; შეცვლაზე შევიდნენ: პროკოპენკოსიჭინავაგადრანილეჟავაძალამიძეთევზაძედე ლა სოუზასალუქვაძეოშაყმაშვილი.

დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, “თელავს” რეალურად ხელეწიფება ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება! თანაც, ალბათ, უკვე დროც არის, რანგით უმაღლეს ლიგაში კახეთის რეგიონის ერთი გუნდი მაინც რომ მონაწილეობდეს.

წყარო: lelo.ge

SHARE