კვირკველიას აგენტი ლოკომოტივს ვერ შეუთანხმდა…

275

ცხოვრება რომ კიბეა, სადაც ხან ადიხარ და ხან ჩადიხარ, საბა კვირკველიას მაგალითითაც ჩანს. სულ რაღაც 6 თვის წინ 27 წლის ქართველი რუსეთში პირველ მცველად აღიარეს, ახლა კი უსიამოვნო მდგომარეობაშია აღმოჩნდა – კლუბში არ ათამაშებენ და შედეგად, ვლადიმირ ვაისმა ის საქართველოს ნაკრების მხოლოდ გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა.

რუსეთის ჩემპიონატში 15 ტური მიილია, მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველი კი მოედანზე არ ჩანს და, რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს. გამოცემა “სპორტდეილი” საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ შესახებ საინტერესო ამბავს ავრცელებს.

წერილში არის ქვეთავი – “მოსკოვის “ლოკომოტივი” შეცვლებისა და გამწვავებების გარეშე თამაშობს და კვირკელიას ვერ უთანხმდება” – სადაც ვკითხულობთ:

“რუსეთის ჩემპიონატი უკვე შეიძლება, “ზენიტს” პირველი წრის მოგება მივულოცთ. “ლოკომოტივ” ამ რბოლაში “უფასთან” საკმაოდ უცნაურ თამაშში (1:1) ჩამორჩა  და თავისი შანსი ხელიდან გაუშვა... ამ მატჩში ბენედიტ ჰიოვედესმა მძიმე შეცდომა დაუშვა. სხვათა შორის, გერმანელმა უკიდურესად წარუმატებლად ითამაშა, მაგრამ საბა კვირკველია ერთ წუთსაც არ უთმობენ.

მეტიც, სიომინი, რომელიც ტრადიციულად ღიაა ჟურნალისტებისთვის, რატომღაც, ქართველ ლეგიონერზე დასმული სრულიად ლეგიტიმურ კითხვებისგან პასუხის გაცემას თავს არადამაჯერებლდ არიდებს. “ლოკომოტივთან” დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ კვირკველიას მენეჯერი გაეტანო მონტაბანო და კლუბის გენერალური დირექტორი ვასილი კიკნაძე ვერაფერზე შეთანხმდნენ.

ასევე მოხდა “რუბინში” ხვიჩა კვარაცხელიას სწრაფი გადასვლის დროს, რომელსაც იგივე იტალიელი მფარველობდა. სიომინ ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ფეხბურთელებზე კი მთელი ეს ამბავი საუკეთესოდ არ მოქმედებს”, – წერს გამოცემა.

მეორე რუსულმა გამოცემა soccer.ru-მ კი რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე წარმატებული ტრანსფერები დაასახელა და იქ კვირკველიას ბრაზილიელი კონკურენტი, მურილო სერკეირა დაასახელა, რომელიც მოსკოვის “ლოკომოტივმა” 2.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

იომინი მას არ იცნობდა, მაგრამ ახლა სწორედ მურილა “ლოკომოტივის განახლებული დაცვის ცენტრშიის საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდერე კი კვირკველია დაცვის ძირითადი სამეულიდან ამოაგდობრაზილიელმა საეჭვოდ დაიწყოცდებოდამაგრამ საბოლოოდ ფორმაში შევიდა.  საუკეთესო მოთამაშე არ არისმაგრამ აღმოჩნდარომ სასარგებლოა”.

სხვათა შორის, სასარგებლო ტრანსფერებში მოსკოვის “სპარტაკიდან” “ტამბოვში” იჯარით გაშვებული რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე აღმოჩნდა…

წყარო: lelo.ge

SHARE