კვირკველიას ძვრა ვერ უყვეს, კვარაცხელია და დავითაშვილი უკვე მილიონერებში არიან

424

ყაზანის “რუბინის” ორი ქართველი ლეგიონერის პირობითი სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა. გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო “ტრანსფერმარკტმა” ფასები განაახლა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს გრაფაში 1,5 მილიონი ევრო დაუწერა.

დავითაშვილის ფასი 2019 წლის 5 მაისს 500 ათასი ევრო იყო და მისი შეფასება ერთბაშად მილიონი ევროთი გაიზარდა. კვარაცხელიას ტრანსფერში გრაფაში ბოლოსწინა შესწორება 14 ივნისს შევიდა – 900 ათასი ეწერა, ახლა კი 600 ათასით გაიზარდა.

აქვე ვიტყვით, რომ “რუბინის” ქართველებში შემდეგ მოდიან ბექა მიქელთაძე (500 ათასი) და ნიკა ყიფიანი – 350 ათასი.

კვარაცხელიასა და დავითაშვილის “გამილიონერებამ” ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიაში ცვლილებები შეიტანა.

ყველაზე ძვირადღირებულები

ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა ფასი (მლნ ევრო)
საბა კვირკველია ლოკომოტივი რუსეთი 10
გიორგი ჩაკვეტაძე გენტი ბელგია 9
დავით ხოჭოლავა შახტარი უკრაინა 5
გიორგი ქვილითაია გენტი ბელგია 2,5
გია გრიგალავა არსენალი რუსეთი 1,75
ვაკო ყაზაიშვილი სან ხოსე აშშ 1,5
ოთარ კიტეიშვილი შტურმი ავსტრია 1,5
ჯიმი ტაბიძე უფა რუსეთი 1,5
გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგი შვედეთი 1,2
ოთარ კაკაბაძე ლუცერნი შვეიცარია 1
ჯაბა კანკავა ტობოლი ყაზახეთი 1
ვაკო გვილია ლეგია პოლონეთი 1
ჯანო ანანიძე სპარტაკი რუსეთი 1
გურამ კაშია სან ხოსე აშშ 1

სიაში კვლავ საბა კვირკველია ლიდერობს: მოსკოვის “ლოკომოტივში” უთამაშებლობის მიუხედავად, მისი ფასი ისევ 10,0 მილიონი ევროა. ასევე არ დაცემულა გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება – “ტრანსფერმარკტი” “გენტის” ქართველი ლეგიონერის გრაფაში ამჯერადაც 9,0 მილიონი წერია, ხოლო “შახტარის” მცველი დავით ხოჭოლავა მესამეზეა – 5,0.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ “ტრანსფგერმარკტზე” საქართველოს ნაკრების ბოლო შემადგენლობა და მოთამაშეთა ჯამური ფასი (34,7 მილიონი ევრო) ახალგაზრდების – გიორგი ჩაკვეტაძის, ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასების გარეშეა დასახელებული. ეს კი მინუს 12 მილიონია, ანუ ჯამში მათი ჩათვლით 46,7 მილიონი ევრო იქნება.

ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, თბილისის “დინამომ” დაიბრუნა  ყველაზე ძვირადღირებული გუნდის სტატუსი და 6,58-მილიონიანი ჯამური ფასით ლიდერობს. თბილისელები ასევე პირველზე არიან მოთამაშის საშუალო ფასით – მათი ერთი ფეხბურთელის საშუალო სატრანსფერო ფასი 274,000 ათას ევროდ ფასდება.

კლუბი მოთ საშ. ასაკი ლეგ ჯამი (მლნ ევრო) საშ. ფასი
დინამო (თბ) 24 25,3 7 6,58,00 274
დინამო (ბთ) 23 27,6 4 4,68,00 203
საბურთალო 24 25,5 4 4,68,00 195
ლოკომოტივი 28 22,9 0 3,58,00 128
ტორპედო 28 24,1 1 3,38,00 121
ჩიხურა 21 26,3 1 3.08,00 146
დილა 24 23,2 7 2,83,00 118
რუსთავი 23 23,2 5 2,83,00 123
სიონი 23 25,7 0 2,18,00 95
ვიტ ჯორჯია 25 22 1 1,10,00 44

ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებში თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ნიკა ნინუა ლიდერობს, რომელიც ჯარიმას პენალტივით ასრულებს და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს.

ის ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც მილიონიან ზღვარს (850 ათასი ევრო) მიუახლოვდა. მე-2 ადგილზე ბათუმის “დინამოს”  ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონია (475 ათასი), ხოლო მე-3 და მე-4-ე ადგილებს ნოდარ ქავთარაძე (“დინამო” თბ) და გიორგი კოხრეიძე (“საბურთალო”) 450-450 ათასი ევროთი ინაწილებენ.

ყველაზე ძვირადღირებულები ეროვნულ ლიგაში

ფეხბურთელი კლუბი ფასი
ნიკა ნინუა დინამო თბ 0,85
ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბთ 0,475
ნოდარ ქავთარაძე დინამო თბ 0,45
გიორგი კოხრეიძე საბურთალო 0,45
ლუკა ლაკვეხელიანი საბურთალო 0,425
ნიკა მალი საბურთალო 0,425
ლევან მჭედლიძე დინამო თბ 0,4
ჯაბა ჯიღაური დინამო ბთ 0,4
როინ კვასხვაძე ტორპედო 0,4
ვიქტორ მონხილი დინამო თბ 0,4
ხოსე პერალესი დინამო თბ 0,4
კვამე კარიკარი დინამო თბ 0,4

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა მოთამაშეებშიც, ცხადია, ნიკა ნინუა ლიდერობს. მე-2-დან მე-5  ადგილებზე კი “საბურთალოს” ახალგაზრდები არიან: გიორგი კოხრეიძე (450 ათასი),  ლუკა ლაკვეხელიანი (425 ათასი), ნიკა მალი (425 ათასი) და სანდრო ალთუნაშვილი (350 ათასი).

ახალგაზრდები

მოთამაშეები კლუბი ფასი
ნიკა ნინუა დინამო თბ 0,85
გიორგი კოხრეიძე საბურთალო 0,45
ლუკა ლაკვეხელიანი საბურთალო 0,425
ნიკა მალი საბურთალო 0,425
სანდრო ალთუნაშვილი საბურთალო 0,35
გიორგი აბუაშვილი დინამო თბ 0,3
აკაკი შულაია დინამო თბ 0,3
გიორგი ზარია დინამო თბ 0,25
ირაკლი აზაროვი დინამო თბ 0,25
დავით სამურკასოვი ლოკომოტივი 0,25
გიორგი მამარდაშვილი რუსთავი 0,25

ამ სიაში, ზოგადად, ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა (23-წლამდელი) ქართველების სია შემოგთავაზებთ: ლიდერი ლუკა ზარანდიაა – ბელგიური “ვარეგემის” ქართველი თავდამსხმელი ერთადერთია ამ კატეგროიაში, რომელიც გერმანულმა სააგენტომ მილიონ ევროდ შეაფასა.

ახალგაზრდები (23-წლამდელები)

ფეხბურთელი კლუბი ქვეყანა ფასი
ლუკა ზარანდია ვარეგემი ბელგია 1
ნიკა ნინუა დინამო თბ 0,85
ვატო არველაძე კორონა პოლონეთი 0,65
ლუკა გუგეშაშვილი მალაგა ესპანეთი 0,45
გიორგი კოხრეიძე საბურთალო 0,45
ირაკლი ბუღრიძე ბეერსხოტი ბელგია 0,45
გიორგი არაბიძე ადანასფორი თურქეთი 0,4
გიორგი აბუაშვილი დინამო თბ 0,3
გიორგი ზარია დინამო თბ 0,25
ირაკლი აზაროვი დინამო თბ 0,25
ლუკა ლოჩოშვილი ჟილინა სლოვაკეთი 0,25
გიორგი მამარდაშვილი რუსთავი 0,25
დავით სამურკასოვი ლოკომოტივი 0,25

ლეგიონერებში დამსახურებულად ლიდერობს ჯოვინო ფლამარიონი -0 ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელმა ლეგიონერმა იკსდიდ წვლილი შეიტანა, მისი გუნდი გთამაშებას რომ ლიდერობს. მას უკან მიყვებიან თბილისის “დინამოს” ესპანელი ლეგიონერები, მეკარე ხოსე პერალესი და ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი, რომლებიც თბილისურ კლუბს ნამდვილად მოუხდნენ.

ლეგიონერები

მოთამაშეები კლუბი ქვეყანა ფასი
ჯოვინო ფლამარიონი დინამო ბთ ბრაზილია 0,475
ვიქტორ მონხილი დინამო თბ ესპანეთი 0,4
ხოსე პერალესი დინამო თბ ესპანეთი 0,4
კვამე კარიკარი დინამო თბ განა 0,4
ალვინ ფორტესი დილა კაპე ვერდე 0,3
გაბრიელ რამოსი დინამო  ბთ ბრაზილია 0,25
ოგნიენ როლოვიჩი საბურთალო ჩერნოგორია 0,25
მაკსიმ კუჩინსკი დინამო ბთ უკრაინა 0,25
ერიკ სანტოსი დილა ბრაზილია 0,2
რაფაელ ჩუკურვა ტორპედო ნიგერია 0,2
დინო ჰამზიჩი ჩიხურა ბოსნია 0,2

წყარო: lelo.ge

SHARE