კვირკველია ძირითადში დაბრუნდა: ქართველმა „ზენიტთან“ შეუცვლელად ითამაშა

320

რუსეთის პრემიერლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა და როგორც ჩანს, შეკრებაზე გაჩენილი ვარაუდი გამართლდა – სოლომონ კვირკველიამ „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა.

მოსკოველები გათამაშების ლიდერ „ზენიტს“ სანქტ-პეტერბურგში ესტუმრნენ და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ქართველმა მცველმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

აღსანიშნავია, რომ კვირიკველიამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა შეუცვლელად და სასტარტოში, სულ კი, მეორედ გამოჩნდა მოედანზე, მანამდე ერთი თამაში შეცვლაზე ჰქონდა ნათამაშები.

გარდა ამისა, სოლომონის აქტივში ამ სეზონში რუსეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის თითო შეხვედრაა. და მაინც, რაც იყო, იყო, ახლა მთავარი აწმყო და მომავალია და კარგის ნიშანია, რომ სანაკრებო მატჩების წინ ჩვენებური ძირითადში დაბრუნდა. „ლოკომოტივი“ კი 20 ტურის შემდეგ 35 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზე იმყოფება.

წყარო: worldsport.ge

SHARE