კობიაშვილი უეფაში ფიგუს და სავიჩევიჩის უფროსია

478

ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარედ მაისში აირჩიეს და ამ პოსტს 2023 წლამდე დაიკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავმჯდომარის რანგში კომიტეტს პირველად შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ცენტრალურ ოფისში უხელმძღვანელა.

ყველაფერი უეფას ტრადიციის დაცვით მოხდა – სხდომის დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კომიტეტის ახალ წევრებს მიესალმა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვია. კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეებად იმუშავებენ: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (ჩერნოგორია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

სხდომას ესწრებოდა უეფას საშეჯიბრო მიმართულების ხელმძღვანელი ჯორჯო მარკეტიც. კობიაშვილის ხელმძღვანელობით სხდომაზე სხვადასხვა საკითხი განიხილეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სხდომის შესახებ კომენტარი გააკეთა:

თავმჯდომარის რანგშიუეფას ფეხბურთის კომიტეტის სდომას პირველად ვუხელმძღვანელეკომიტეტის წევრებთან ერთადსხვადასხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთრომლებიც თამაშის წესებსევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო წესდებასსაგანმანათლებლო თუ ქალთა ფეხბურთს უკავშირდება. ევროპული მმართველი ორგანოს ერთერთი მთავარი კომიტეტის ხელმძღვანელობა ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვსამ პოზიციაზე მუშაობისას შევძლებ, საკუთარი წვლილი შევიტანო ფეხბურთის განვითარებაში“, – ამბობს კობიაშვილი.

კომიტეტის მომდევნო სხდომა 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტსა და ექსპერტთა 6 საბჭოს აერთიანებს.

წყარო: lelo.ge

SHARE