კონტე ნაინგოლანს ბოლო შანსს აძლევს

358

მილანის “ინტერი” აზიურ ტურნეში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ ტურნირზე რამდენიმე მატჩს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იმყოფება რაჯა ნაინგოლანიც, ფეხბურთელი, რომელსაც “ნერიაძურიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ბელგიელის ყოფნა შემთხვევითობა არ არის, ანტონიო კონტემ რეალურად მისცა “შავ-ლურჯების” შუახაზელს ბოლო შანსი.

იმ შემთხვევაში, თუ “ნინძა” დისციპლინარული დარღვევებისგან თავს შეიკავებს, ის ლომბარდიაში დარჩება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ნაინგოლანი აღმოჩნდება ჩინეთში ან თურქეთში.

წყარო: goal.ge

SHARE