კულუარული ამბავი: ვაისი საქართველოს ნაკრებს მარტამდე დატოვებს

315

ქართულ საფეხბურთო კულუარებში ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ ვაისი არ აპირებს, დაელოდოს ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებს და სურს, მანამდე დატოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი.

ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გადავამოწმეთ, სადაც გვითხრეს, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ მისი სამსახურით ყაზახური “ასტანაა” დაინტერესებული, რომელიც ევროპალიგის ჯგუფში ითამაშებს. მოკლედ, დაველოდოთ…

წყარო: lelo.ge

SHARE