კუტალია: „ასეთი სტილით პენალტის დარტყმა დიდი ხანია მინდოდა“

461

“დინამო თბილისმა” ევროტურნირები წარმატებით დაიწყო და შინ “ენგორდანი” 6:0 გაანადგურა. (გოლები)

მე-4 გოლი ლევან კუტალიამ პენალტით, ე.წ. პანენკა დარტყმით გაიტანა.

“ასეთ შედეგს ნამდვილად არავინ ელოდა, თუმცა ბევრი ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ, მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ანგარიშიც სახეზეა.

ჯერჯერობით, გაბალაზე არ ვფიქრობთ, რადგან წინ განმეორებითი მატჩია და იქაც მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ.

რაც შეეხება ჩემს პენალტს, მსგავსი სტილით დარტყმა დიდი ხანი მინდოდა და ეს შანსი გამოვიყენე”, – თქვა კუტალიამ.

წყარო: goal.ge

SHARE