ლაუტარო ბარსელონას შეუთანხმდა

351

ინტერის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა. Cadena Ser-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს, რასაც ხელი არგენტინელი ფეხბურთელის „ნოუ კამპზე“ გადასვლის სურვილმაც შეუწყო.

ლაუტარომ მილანელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რის გამოც ინტერი იძულებული გახდა, ესპანურ კლუბში მის ტრანსფერს დათანხმებულიყო.

ცნობილია ფინანსური დეტალებიც – ბარსა 70 მილიონი ევროს გადაიხდის და ბრაზილიელ განაპირა მცველ ჟუნიორ ფირპოსაც დათმობს, რომლის სატრანსფერო უფლებები მხარეებმა 41 მილიონ ევროდ შეაფასეს.

ტრანსფერი | შეთანხმება შედგა - ლაუტარო მარტინესი ბარსელონაში გადავა

აღსანიშნავია, რომ ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ გუშინ ესპანური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში არ დამალა ლაუტაროსადმი ინტერესი და დასძინა, ამჟამად ტრანსფერის ანალიზის მომენტში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი ინტერმა 2018 წელს შეიძინა და არგენტინელმა შავ-ლურჯების რიგებში 74 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

წყარო: popsport.ge

SHARE