ლაუტარო მარტინესი მესისა და მარადონაზე…

366
მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა, არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში ერთმანეთს ფეხბურთის ორი ლეგენდა – ლიონელ მესი და დიეგო მარადონა შეადარა.
“ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, მესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მარადონა. ის მსოფლიოში საუკეთესოა – მასთან თამაში კი პრივილეგია გახლავთ. კარგი იქნება, თუ შევძლებ და ლეოს მსოფლიო თასის მოგებაში დავეხმარები.
მე ძალიან მომწონს, რომ ჩემით “ბარსელონა” დაინტერესდა. ეს ამტკიცებს იმას, რომ სწორად ვმუშაობ და ვვითარდები.
თუმცა მე მილანში თავს ბედნიერად ვგრძნობ. “ინტერი” ჩემი სახლია. კონტე მეხმარება განვითარებაში, ის სათამაშო დროს მაძლევს და მენდობა”, – განაცხადა ახალგაზრდა შემტევმა.
წყარო: sportall.ge
SHARE