ლევანდოვსკი: „თუ ტიტულებისთვის ბრძოლა გსურთ…“

345

პოლონელმა ფორვარდმა თავის გუნდს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„თუ უმაღლეს დონეზე თამაში გინდა და ტიტულების მოგების იმედი გაქვს, შემადგენლობის გაძლიერება გესაჭიროება. სწორედ ამიტომ, ტრანსფერებს ველით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულებისთვის ბრძოლა გაჭირდება.

იმედია, ხელმძღვანელობა და ის ხალხი, რომელიც ტრანსფერებზე მუშაობს, გუნდს როგორც ახალგაზრდა, ისე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით გააძლიერებს. მინდა, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდეს.“ – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Sport.de

ამ ზაფხულს მიუნხენურმა გრანდმა ტრანსფერებში 118 მლნ ევრო დახარჯა. გერმანელებმა ლუკას ერნანდესი (80), ბენჟამინ პავარი (35) და იან-ფიტე არპი (3) შეიძინეს.

გაეცანით 19 წლის გერმანელი თავდამსხმელის თამაშს, რომელიც „ბაიერნმა” „ჰამბურგიდან” გადაიბირა.

წყარო: goal.ge

SHARE