ლევან კობიაშვილის განცხადება – გულშემატკივრების სტადიონებზე დაშვება განიხილება

318

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებლებს მალე დაუშვებენ – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა მაყურებლების გარეშე. ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ეტაპობრივად გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. დღეს ვისაუბრე სტადიონებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი,” – განაცხადა კობიაშვილმა.

სფფ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სტადიონზე დაშვებული ფანები ერთად ვერ მოთავსდებიან: „სასიხარულოა, რომ უკვე მომდევნო დღეებში პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვების საკითხი. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არ მოხდება ქაოსურად. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება დისტანციის დაცვა და გულშემატკივრების რაოდენობა განისაზღვრება სტადიონების ტევადობის მიხედვით. ანუ, ყველა ერთ ადგილზე არ იქნება თავშეყრილი.“

წყარო: popsport.ge

SHARE