ლევან მჭედლიძე თბილისის დინამოში

391

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ლევან მჭედლიძე, შესაძლოა, თბილისის “დინამოში” აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ამ მომენტისთვის კლუბში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ “ლელომ” ეს ინფორმაცია სანდო წყაროსთან გადაამოწმა და გაარკვია, რომ კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ გაჩენილა…

როგორც შევიტყვეთ, მოლაპარაკება გარკვეულ დონეზე დაწყებულია და უახლოეს მომავალში ვნახავთ, რა შედეგით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც “ემპოლი” დატოვა და შეუძლია ნებისმიერ გუნდში მისვლა იმისდა მიუხედავად, რომ სატრანსფერო ფანჯარა კარგა ხანის დახურულია.

წყარო: lelo.ge

SHARE