ლევან მჭედლიძე რამდენიმე დღეში…

274

როცა ლევან მჭედლიძე ტრავმას იღებს, წამსვე შიში გვიპყრობს. სწორედ ტრავმებმა განაპირობა ის, რომ თავისი თაობის გამორჩეულმა ცენტრფორვარდმა დღემდე ვერ გამოავლინა ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები.

ორი აზრი არ არის – მჭედლიძის დაბრუნება საქართველოში ძალიან დიდი ამბავია ჩვენი ჩემპიონატისთვის, საიდანაც გამორჩეული ფეხბურთელები სხვა ლიგებში გარბიან სათამაშოდ…

როგორც თბილისის “დინამოს” პრესსამსახურში გვითხრეს, მჭედლიძეს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აწუხებს და რამდენიმე დღეში განაახლებს ვარჯიშს. იმედი დავიტოვოთ, რომ ლევანის ქართულ კარიერაში ეს უკანასკნელი ტრავმა იქნება და ერთნაირად გამოადგება როგორც “დინამოს”, ისე – საქართველოს ნაკრებს.

წყარო: lelo.ge

SHARE