ლიონელ მესიმ მეექვსედ მოიგო…

333

პარიზში გაიმართა 2019 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონია. მთავარი პრიზის მფლობელი საზეიმო საღამოს ბოლოს გაირკვა, მანამდე კი ბევრი საინტერესო მოხდა. მოვლენებს სტენოგრაფიული პრინციპით მივყვეთ…

21:22 წინასწარ გაირკვა, რომ ცერემონიას არ დაესწრებოდა სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი – კრიშტიანო რონალდო. სამაგიეროდ, პარიზში ოჯახთან ერთად ჩავიდა ლიონელ მესი.

21:33 რონალდოზე ჰკითხეს მესამე კანდიდატს ვირჯილ ვან დეიკს – კრიშტიანო აქ არ არისერთი კონკურენტით ნაკლები?” ვან დეიკი – ის კონკურენტი იყო?”

21:50 ცერემონიაზე მივიდა “ოქროს ბურთის” შარშანდელი მფლობელი ლუკა მოდრიჩი.

22:16 ცერემონიის დაწყებამდე დასახელდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში 10-30 ადგილები დაიკავეს: 30. დე ბეეკი (აიაქსი), 29. მარკინიოსი (პსჟ), 28. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო), 27. ვიინალდუმი (ლივერპული), 26. ბენზემა (რეალი), 25. კულიბალი (ნაპოლი). 24. ტერშტეგენი (ბარსელონა), 23. ლორისი (ტოტენჰემი), 22. სონი (ტოტენჰემი), 21. ობამეიანგი (არსენალი), 20. ტადიჩი (აიაქსი), 19. ალექსანდერარნოლდი (ლივერპული), 18. გრიზმანი (ბარსელონა), 17. რობერტო ფირმინო (ლივერპული), 16. აგუერო (მანჩესტერ სიტი), 15. დე ლიგტი (იუვენტუსი), 14. დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), 13. აზარი (რეალი), 12. სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), 11. დე იონგი (ბარსელონა).

23:30 ამასობაში, ცერემონია დაიწყო. მისი ერთ-ერთი წამყვანია დიდიე დროგბა.

23:44 არის პირველი გამარჯვებული! მატეის დე ლიგტი გახდა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე.

23:51 დაიწყო ათი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება – მაჰრეზი (მე-10 ადგილი), ბერნარდო სილვა (9) და ლევანდოვსკი (8) ასრულებენ პირველ ათეულს.

23:56 მოულოდნელად დაბალი ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ. სწორედ ის გადასცემს პრიზს ევროპის საუკეთესო მეკარეს – ეს არის ალისონი. ეს პრიზი “ფრანს ფუტბოლმა პირველად გაათამაშა.

00:08 იგივე ალისონი მეშვიდე ადგილზე გავიდა საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში. მეექვსეა მბაპე, მეხუთე – სალაჰი.

00:11 ქალებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამერიკელი მეგან რაპინო. ის ვერ ჩავიდა ცერემონიაზე და დარბაზს ვიდეოკავშირით მიესალმა. მეგანის თქმით, ის არ ელოდა გამარჯვებას. გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი ლუსი ბრონზი, მესამეზე – ამერიკელი ალექს მორგანი.

00:36 საღამოს მთავარ კითხვას გაეცა პასუხი – ლიონელ მესი მეექვსედ გახდა “ოქროს ბურთის” მფლობელი. ეს აბსოლუტური რეკორდია.

00:38 არგენტინელს პრიზი გადასცა შარშანდელმა გამარჯვებულმა მოდრიჩმა.

00:42 გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ვან დეიკმა, მესამე – კრიშტიანო რონალდომ, მეოთხე სადიო მანემ.

წყარო: lelo.ge

SHARE