ლიონელ მესის პასუხი ნაკრებიდან წასვლაზე

422
არგენტინის ნაკრები კაპიტანმა ლიონელ მესიმ ESPN-თან საუბრისას ეროვნულ ნაკრებში დარჩენის საკითხზე გააკეთა კომენტარი:
„წინ ჩვენ რაღაც ახალი გველოდება. იმედი ვიტოვებ, რომ ჩვენ მიმართ არა კრიტიკული დამოკიდებულება, არამედ პატივისცემის განცდა გაუჩნდებათ.
სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ფეხბურთელებთან შესანიშნავად ამეწყო ურთიერთობა და თუ რამე მხრივ მათი დახმარების შესაძლებლობა მექნება, ამას აუცილებლად გავაკეთებ.
რა თქმა უნდა, თუ კი ნაკრებში დარჩენის შანსი მექნება, მე გუნდიდან არ წავალ და მათთან ერთად თამაშის შესაძლებლობას გამოვიყენებ”.
შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრები დატოვა, თუმცა მალე უკანვე დაბრუნდა.

 

წყარო: sportall.ge

SHARE