“ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ “რეალთან” საშინაო და საგარეო მატჩებს შორის სხვაობაზე ისაუბრა.
“როცა “ბერნაბეუზე” ვთამაშობთ, მეტი თავისუფალი სივრცე ჩნდება. როცა ისინი შინ თამაშობენ, ვალდებულები არიან, რომ შეუტიონ, ამისკენ მათ გულშემატკივარი მოუწოდებს. “კამპ ნოუზე” კი მადრიდელები სხვა სტილში თამაშობენ და ჩვენი კარებისგან მოშორებით დგანან.
ფეხბურთელები უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან და კონტრშეტევაზე გადადიან, რადგან წინ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ.
“ბერნაბეუზე” 90 წუთის განმავლობაში ერთ სტილში ვთამაშობთ, ბარსელონაში კი თამაში უფრო რთული და ჩაკეტილი ხდება.
– გაგაკვირვათ ზინედინ ზიდანის მიმართ წამოსულმა კრიტიკამ მას შემდეგ, რაც მან “რეალთან” ერთად მოიგო?
– ეს გასაკვირია, მაგრამ ვინც ფეხბურთშია და დიდ კლუბებში, იცის, რომ ეს ნორმალურია. ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ, რას მიაღწიე წარსულში და ახალ შედეგებს ითხოვენ.
როცა ის კლუბში დაბრუნდა, ალბათ, ხვდებოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის სამი ჯილდო, რომელიც მოიგო, უკვე არაფერს ნიშნავს და გულშემატკივრები ისევე მოსთხოვდნენ შედეგებს, როგორც პირველივე დღეს.
მწვრთნელებმა და ტოპ-კლუბების ფეხბურთელებმა ვიცით, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვართ და ამ გავლენით გვიწევს ცხოვრება”, – თქვა მესიმ.
წყარო: sportall.ge