მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს კორნავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო, როგორც კალათბურთის, ისე ფეხბურთის გუნდი კარანტინში გადავიდა – ფეხბურთელები, კალათბურთელები, პერსონალი, სტაფი.
კალათბურთელები და ფეხბურთელები ერთ სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობენ და არის ვარაუდი, რომ ინფიცირებულ მოთამაშეს ფეხბურთელებთანაც შეხება ჰქონდა. ამიტომ, გუნდმა საწვრთნელი პროცესი შეწყვიტა და იზოლაციაში გავიდა.
წყარო: worldsport.ge