მამუკა გორგოძე: პირადული? ყველაფერი მეორეხარისხოვანია, როცა…

493

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს 23 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრაში ითამასებს ნაკრებში დაბრუნებული მამუკა გორგოძე, რომელმაც იაპონიიდან შემდეგი განაცხადა:

“მას შემდეგ, რაც ნაკრებში ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყვე. ჩვენი სიძლიერე სწორედ ისაა, რომ მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვართ…

მსოფლიო თასზე თამაშისას ყველა პირადული მეორეხარისხოვანი ხდება. პირად წარმატებებზე არც კი ვფიქრობ. ჩემი სურვილია, რომ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას”.

წყარო: lelo.ge

SHARE