(ციდეო) მეორე ტურის TOP 5-ში 2 ქართული ლელო მოხვდა

409

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სტუმრად ესპანეთს 23:10 სძლია და მორიგი ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ”ბორჯღალოსნებმა” რეიტინგშიც წინ გადაინაცვლეს და იტალიის ეროვნულ გუნდს გადაასწრეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატმა მეორე ტურის TOP 5 ლელო დაასახელა, სადაც შალვა მამუკაშვილისა და აკაკი ტაბუცაძის ლელოებიც მოხვდა. მამუკაშვილმა ესპანეთთან დუბლი შეასრულა და მისი მე-2 ლელო მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ტაბუცაძის მიერ სადებიუტო მატჩში გატანილ ლელოს მე-3 ადგილი მიაკუთვნეს.

წყარო: popsport.ge

SHARE