მესი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და არგენტინის ნაკრებს ბრაზილიასთან გამარჯვება მოაპოვებინა

441

15 ნოემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში არგენტინამ ბრაზილია 1:0 დაამარცხა.

დისკვალიფიკაციით გამოწვეული ოთხთვიანი შესვენების შემდეგ ალბისელესტეში პირველად ითამაშა მესიმ.
მე-10 წუთზე გაბრიელ ჟეზუსი საჯარიმოში წააქციეს და მან თერთმეტმეტრიანიდან ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში პენალტი მესიმ გამოიმუშავა, მისი დარტყმული ალისონმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ბრაზილიელები ინიციატივას დაეუფლნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ.
მეორე ტაიმში ბრაზილია უხიფათოდ უტევდა, არგენტინა სწრაფ კონტრიერიშებს ახორციელებდა, ალისონმა ორჯერ არ დაანება მესის საჯარიმოდან გოლის გატანა, მერე პარედესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და შეხვედრაც დასრულდა.
ერ-რიადი. “სამეფო უნივერსიტეტის სტადიონი”
ბრაზილია – არგენტინა 0:1
გოლი: მესი (13)
გამოუყენებელი პენალტი: გაბრიელ ჟეზუსი (10), მესი (13)
ბრაზილია: ალისონი, მილიტაო, დანილო, ტიაგო სილვა, ალექს სანდრო (ლოდი 64), კაზემირო (ვესლი 86), ლუკას პაკეტა (კოუტინიო 46), არტური (ფაბინიო 55), ვილიანი (როდრიგო 71), ფირმინო, გაბრიელ ჟეზუსი (რიშარილსონი 71)
არგენტინა: ანდრადა, ოტამენდი, ფოიტი, პაცელია, ტალიაფიკო, პარედესი (გიდო 83), ლო ჩელსო (აკუნა 59), დე პაული (დომინგესი 90), ოკამპოსი (გონსალესი 74), მარტინესი (ალარიო 88), მესი
წყარო: sportall.ge
SHARE