„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი თავისი გუნდის ბოლო მატჩებში ბარძაყის ტრავმით თამაშობდა. არგენტინელს მტკივანი ფეხით მოედანზე გასვლა ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს ტრავმების გამო მოუწია. რომ არა რთული საკადრო სიტუაცია, კატალონელთა სამწვრთნელო შტაბი დასვენების საშუალებას მისცემდა მესის.
დემბელე მინდორზე ნოემბერის ბოლოდან არ გასულა, როცა ტრავმა მიიღო „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში. სამშაბათს, „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მორიგი ვარჯიშის შემდეგ, ფრანგ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხზე მყესი გაუწყდა. დემბელეს აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სუარესმა 12 იანვარს იპერაცია გადაიტანა მარჯვენა მუხლის მენისკზე. მისი აღდგენა მინიმუმ ოთხ თვეს დაიკავებს.
წყარო: lelo.ge