მზადება დაწყებულია! დღეიდან ყველა ვაისის განკარგულებაში!..

383

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის ახალი გათამაშების ბოლო ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ დღეს ჩვენი ეროვნული გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ამ დროისთვის ჩამოსულები (ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებულთაგან შეკრებაზე 22 ფეხბურთელია) ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ტრადიციულად, “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე შეუდგნენ საწვრთნელ პროცესს. ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რამდენიმე მათგანმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

nakrebi-1604954048.jpg

ნაკრებს მოგვიანებით შემოუერთდება კიდევ 7 ფეხბურთელი, ვინც კვირის საკლუბო მატჩებში მიიღო მონაწილეობა – გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი) და ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოლონეთი) თბილისში 10 ნოემბრისთვის იქნებიან.

nakrebi-weiss-1604954072.jpg

წყარო: lelo.ge

SHARE