„ბარსელონა“ – „ინტერი“
- “ბარსელონა”
- “ინტერი”
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ჟუნიორ ფირპო, არტური, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, სუარესი, პერესი
“ინტერი”: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, სკრინიარი, დ’ამბროზიო, ბარელა, სენსი, ასამოა, ბროზოვიჩი, ლაუტარო მარტინესი, სანჩესი
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, პირველი ორი მატჩი ბელგიასა და ჩეხეთში გაიმართება. “გენკი” E ჯგუფის შეხვედრაში “ნაპოლის” უმასპინძლებს. ბელგიელებმა გასვლაზე “ზალცბურგთან” 2:6 წააგეს და სახლში მოტივირებულნი იქნებიან, ხოლო “ნაპოლიმ” “ლივერპულს” მოუგო 2:0 და დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. წესით, უხვგოლიანი და საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.
მეორე თამაში პრაღაში ჩატარდება, სადაც ადგილობრივი “სლავია” დორტმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს. ჩეხები ამ ჯგუფში აშკარა აუტსაიდერები არიან და დორტმუნდელებს პირიქით, აუცილებლად სჭირდებათ მოგება. გერმანელებს ალკასერი და შულცი დააკლდებათ. საეჭვოა ჰუმელსის თამაშიც.
პირველი ტურის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი “ზალცბურგი” თავისი ყველაზე გამორჩეული ნორვეგიელი თავდამსხმელი არლინ ჰოლანით “ლივერპულს” ესტუმრება. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ჰოლანი ავად გახდა და შეიძლება თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღოს. მერსისაიდელებმა პირველი შეხვედრა “ნაპოლისთან” წააგეს და ამ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონები მოსაგებად ითამაშებენ. ამ ჯგუფის პირველი მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ბევრი გოლია მოსალოდნელი.
გულშემატკივრები არც ისე ბევრ გოლს კი “ზენიტისა” და “ბენფიკას” შეხვედრაში ელოდებიან. რუსებმა პირველ შეხვედრაში გასვლაზე ფრედ ითამაშეს “ლიონთან”, “ბენფიკა” კი სახლში “ლაიპციგთან” დამარცხდა. ორი აბსოლუტურად თანაბარი დონის გუნდის შეხვედრაში, წესით, გახსნილი ფეხბურთი არ უნდა ვიხილოთ. აღსანიშნავია ის, რომ აქამდე გუნდები 6-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და 3-3 მოგება აქვთ.
უფრო საინტერესო უნდა იყოს ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩი “ლაიპციგსა” და “ლიონს” შორის. ჯგუფში არსებული მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლა ნებისმიერ კლუბს შეუძლია. ამიტომ ამ შეხვედრაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. თუ “ლაიპციგი” მოიგებს, მნიშვნელოვან უპირატესობას შეიქმნის “ზენიტთან” გასამართი ორი მატჩის წინ.
საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფმა “ვალენსიამ” “ჩელსი” გასვლაზე დაამარცხა და ვერ ვიტყვით, რომ იმავე შედეგის მიღწევის შანსები “აიაქსთან” არ ექნება. თუმცა, ესპანელებს ადვილი მატჩი არ ელით, ამსტერდამელებმა რთულად დაწყებული სეზონის შემდეგ კარგი ტემპი აკრიფეს და ისევ ლამაზ, ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ სეზონში “ტოტენჰემთან” განცდილი მარცხის შემდეგ “აიაქსს” ოფიციალურ შეხვედრაში არ წაუგია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლილს” დამაჯერებლად მოუგო – 3:0.
საფრანგეთში კი, პირველ ტურში დამარცხებულთა შეხვედრა გაიმართება, რომელშიც აშკარა ფავორიტი ლონდონის “ჩელსი” გახლავთ. პეპეს წასვლის შემდეგ “ლილის” შემტევმა პოტენციალმა მნიშვნელოვნად მოიკლო და “მასტიფებს” იმდენი გოლი ვეღარ გააქვთ. “ჩელსი” კი ფრენკ ლამპარდის ხელში საკმაოდ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ორივე გუნდს სჭირდება მოგება, თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლისთვის ბრძოლა სურთ.
წყარო: sportall.ge