მიზეზები, რის გამოც გერმანიაში კობიაშვილი გაიხსენეს…

361

2014 წელს ლევან კობიაშვილი ბერლინის” ჰერტას” და გერმანიას დაემშვიდობა, სამომავლო კონტრაქტზე უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა. თუმცა, აწ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანიაში დღესაც ახსოვთ და პატივს სცემენ.

“ბერლინერ ცაიტუნგმა” “ჰერტას” ყოფილ მოთამაშე იმ დროს გაიხსენა, როც დედაქალაქური გუნდი იურგენ კლინსმანმა ჩაიბარა და გუნდის ყოფილ კაპიტანზე წერილი გამოქვეყნა

ლევან კობიაშვილს ჰერტასი მტკიცედ სჯერა
ქართველს დიუსელდორფის “ფორტუნასთან” სკანდალური მატჩი დღესაც ახსოვს

“პრეზიდენტთან მეტსახელით საუბარი მხოლოდ ფეხბურთშია შესაძლებელი. ასე რომ, “კობი!” – ტელეფონზე დავურეკე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შორეული თბილისიდან მპასუხობს: “დიახ, კობი ვარ, როგორ ხარ?”

42 წლის “კობი” საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით (100 თამაში) თავისი ქვეყნის რეკორდსმენია. 2015 წლის ოქტომბრიდან უკვე 4 წელი გავიდა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბოსია. ამ კვირაში მასთან დაკავშირება ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე.

მას შემდეგ, რაც “ჰერტამ” ახალი მწვრთნელის, იურგენ კლინსმანის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი დორტმუნდის “ბორუსიასთან” 1:2 წააგო, გუნდი მე-16 ადგილზე დაქვეითა და “აინტრახტთან” 2:2-ის შემდეგ, კვლავ საშიშ ზონაში იმყოფება.

მაშინვე გამახსენდა ის უსიამოვნო სცენები, რომელშიც მთავარ როლს კობიაშვილი ასრულებდა. 2012 წლის მაისში “კობიმ” “ჰერტას” მაისურით გადამწყვეტ მატჩში “ფორტუნასთან” ითამაშა. ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე 1:2-ისა და დიუსელდორფში სკანდალური 2:2-ის შემდეგ, ლიგიდან გავარდა. კობიაშვილი არბიტრ ვოლფგანგ შტარკს ეჩხუბა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქართველმა… სცემა.

“კობიმ”, რომელიც ცნობილია, როგორც პატიოსანი მოთამაშე, გერმანიის პროფესიულ ფეხბურთში ყველაზე გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მას თავისი მეგობრების თამაშების ტრიბუნიდან ყურება 2012 წლის 4 ივნისიდან 31 დეკემბრამდე მოუხდა…

არა, “ჰერტა” 2020 წელს ნამდვილად არ უნდა გავარდეს. მალე გუნდი ფეხზე წამოდგება. პოტენციალი დიდია და მას იურგენ კლინსმანი გააღვიძებს. ტელევიზორში “დორმუნდისა” და “აინტრახტის” წინააღმდეგ ბოლო 2 მატჩი ვნახე და დადებითი შთაბეჭდილებები დამრჩა. გუნდი სწორი მიმართულებით მიდის, მას “ცეცხლი” ისევ დაეტყო”, – ამბობს “კობი”.

კვირა საღამოს ოლიმპიურ სტადიონზე “ფრაიბურგი” ჩამოდის. “ჰერტას” სურს, რომ გასავარდნ ზონას გამარჯვებით მოშორდეს. ლევან კობიაშვილმა ოდესღაც “ფრაიბურგში” მშვენიერი დრო გაატარა, სანამ “შალკეში” გადავიდოდა, შემდეგ კი – “ჰერტაში”. 90-იანი წლების ბოლოს ის ამ გუნდის გულშემატკივართა რჩეული გახდა და ცნობილი Breisgau Wilis-ის დაჯგუფების წევრი იყო…

ალექსანდრე იაშვილთან, ლევან ცქიტიშვილსა და გერმანელ ტობიას ვილთან (რა დამთხვევაა!) ერთად, მათ ბუნდესლიგა მოაჯადოვეს. ქართველების მიმართ მადლიერების ნიშნად, “ფრაიბურგის” გულშემატკივრები ყველა მოთამაშეს მათი გვარების დაბლოების (“ვილი”) მსგავსად ნათლავდნენ. მაგალითად, “რიხარდ გოლტც-ვილი”, ან “ანდრეას ცაიერ-ვილი”.

კობი “ფრაიბურგს” აქებს: “წლების განმავლობაში, ისინი წარმოუდგენლად კარგ საქმეს მცირე ფინანსური რესურსებით აკეთებდნენ. ჩვენი დროის “ფრაიბურგი” საქართველოში უფრო პოპულარული იყო, ვიდრე “ბაიერნი”.

“ჰერტას” გულშემატკივრები “კობის” მალე ნახავენ. 11-12 იანვარს ბერლინის “მაქს შმელინგ ჰალში” “ჰალენმასტერსის” ტურნირი გაიმართება, სადაც ქართველიც ითამაშებს. 2016 წელს ის ტურნირზე გულშემატკივრების რჩეულადაც კი დაასახელეს. ამჯერად, ის თბილისის “დინამოს” გუნდში ითამაშებს, რომელშიც ექვსი ყოფილი პროფესიონალი იქნება, რომელთა გვარებიც “ვილით” მთავრდება. “კობის”, როგორც ყოველთვის, სურს ტრადიციულ ტურნირზე გაიმარჯვოს”.

წყარო: lelo.ge

SHARE