მილანის ახალმა მწვრთნელმა თავისი საოცნებო ფეხბურთელის ტრანსფერი დაგეგმა

345

“მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო აგრძელებს თავისი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს.

RaiSport-ის ცნობით, იტალიელმა თავისი საოცნებო ფეხბურთელის ტრანსფერი დაგეგმა.

საუბარი პაულო დიბალაზეა, რომელიც “როსონერის” სპეციალისტისთვის საუკეთესოა.

აღსანიშნავია, რომ ტურინის “იუვენტუსი” არგენტინელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

“ბებერმა ქალბატონმა” ფასიც დაასახელა – 100 მილიონი ევრო.

წყარო: goal.ge

SHARE