მილანი ახალ მწვრთნელად ანდრეი შევჩენკოს განიხილავს… მაგრამ…

387

1938/39 წლების სეზონის შემდეგ “მილანს” ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ასეთი სახელის გრანდს, იქ მწვრთნელს დიდხანს არ პატიობენ ჩავარდნას. შესაბამისად, 52 წლის მარკო ჯამპაოლოს მომავალი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მართალია, “როსონერის” ლეგენდა და ერთ-ერთი ბოსი პაოლო მალდინი ამტკიცებს, რომ ჯამპაოლო სწორი არჩევანია და კლუბის მის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ასეთები უთქვამთ? იტალიურ მედიაში უკვე გახურდა მსჯელობა ჯამპაოლოს შესაძლო შემცვლელზე.

“ტუტომერკატოს” ინფორმაციით, განხილვის სტადიაშია ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურა. შევჩენკო, რომელიც “მილანის” ერთ-ერთი ლეგენდაა, ძალიან კარგად მუშაობს უკრაინის ნაკრებში.

მაგრამ შევჩენკო არ არის ერთადერთი ჯამპაოლოს შესაძლო შემცვლელთა სიაში. აქ არის კლაუდიო რანიერიც, რომელმაც, სხვათა შორის, ურჩია “მილანის” ბოსებს, ჯამპაოლოს მუშაობა აცალონ…

არის რუდი გარსიაც, ვინც ცოტა ხნის წინ “რომაში” მუშაობდა, და მასიმილიანო ალეგრიც – მწვრთნელი, ვის ხელშიც “მილანმა” (ჯერჯერობით, უკანასკნელად) 2011 წელს სერია A მოიგო.

წყარო: lelo.ge

SHARE