მილტონ ჰეიგმა ურუგვაისთან მოგების შემდეგ საქართველოს დროშა მოიხვია და ქართულად ალაპარაკდა

405
Georgia's wing Alexander Todua (3L) hugs Georgia's scrum-half Gela Aprasidze (2L) as he scoring a try during the Japan 2019 Rugby World Cup Pool D match between Georgia and Uruguay at the Kumagaya Rugby Stadium in Kumagaya on September 29, 2019. (Photo by CHARLY TRIBALLEAU / AFP) (Photo credit should read CHARLY TRIBALLEAU/AFP/Getty Images)

ურუგვაისთან მოგების შემდეგ კმაყოფილი იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დროშა მოიხვია და მსოფლიოს თასის ოფიციალურ საიტს ასეთი კომენტარი მისცა:

“ურუგვაისთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბიჭები ამას კარგად აცნობიერებდნენ. მსოფლიოს თასისთვის ბოლო ოთხი თვე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, ისევე როგორც ბოლო ოთხი წელი.

ვიცოდით, რომ ურუგვაი სწრაფი გუნდია, თუმცა ჩვენი წინახაზელების შეჩერება გაუჭირდებოდა. ვეცადეთ მეტოქისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია, დაცვაში ნაკლები შეცდომა დაგვეშვა, შეტევისას კი ძლიერად მივძალებოდით. ყველაფერი კარგად გამოვიდა. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში მეტი ენერგია ვიგრძენით და ამიტომაც გავიმარჯვეთ.

საოცარი გულშემატკივრობა იყო. ძალიან დიდი მადლობა (ბოლო სიტყვები ჰეიგმა ქართულად თქვა).”

წყარო: lelo.ge

SHARE