მიხეილ ნარიაშვილი: რუმინეთთან მძიმე და რთულ მატჩს ველოდებით

373
დღეს, 31 იანვარს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა რუმინეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა.

“შეიძლება ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, თუმცა ჩვენთვის ახალი სახეები არ ყოფილა. მზადება მიდის კარგად და ამ ყველაფერში გვეხმარება ის ფაქტიც, რომ მწვრთნელებს კარგად ვიცნობთ. ველოდებით მძიმე და რთულ მატჩს რუმინეთთან” – განაცხადა ჟურნალისტებთან კაპიტანმა.

საქართველოსა და რუმინეთს შორის 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 1-ელ თებერვალს “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას “პირველი არხი” განახორციელებს.
წყარო: sportall.ge
SHARE