ქუთაისის “აიას” და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე გიგი ლეშკაშელი, კარიერას “მონპელიეში” განაგრძობს.
19 წლის მესამეხაზელმა, ფრანგულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის თავდაპირველად ესპუარებში ითამაშებს.
ლეშკაშელი 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდა და სამხრეთ აფრიკაში გამართულ მოსამზადებელ ტურნეზეც ითამაშა, თუმცა საბოლოო შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა.
წყარო: goal.ge