ბრიტანული წყაროების მიხედვით, “ტოტენჰემ ჰოთსპურის” მცველ დენი როუზსა და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტი მოხდა.
კონფლიქტს ადგილი გასული შაბათის ვარჯიშის დროს ჰქონდა, “დეზების” სავარჯიშო ბაზაზე. უთანხმოების მიზეზს მოურინიოს გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც, “უოტფორდთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში როუზი არ შეიყვანა.
29 წლის მცველი იმდენად აღშფოთებული იყო მსგავსი მოპყრობით, რომ პორტუგალიელ დამრიგებელს ძალიან მაღალი ტონით ესაუბრებოდა.
როგორი დასასრული შესაძლოა ჰქონდეს მოურინიოსთან დაპირისპირებას, ამის შესახებ კარგად იკერ კასილასმა და უეინ რუნიმ იციან. მართალია, ამჯერად ჟოზეს ძველებურად მსუყე ლუკმა არ შეხვდა, თუმცა დასაწყისისთვის როუზსაც არა უშავს.
წყარო: sportall.ge