მსოფიოს თასის ესპანურენოვანი ფინალი: არგენტინამ საფრანგეთს სძლია, ესპანეთმა – ავსტრალიას

452

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიოს თასზე ფინალისტები გამოვლინდა. ესენი არიან არგენტინა და ესპანეთი. როგორც ერთმა, ასევე მეორემ საოცრად დაძაბული ნახევარფინალები ითამაშეს. არგენტინამ ამერიკის მძლეველი საფრანგეთი დაამარცხა, ესპანეთმა ოვერტაიმში – ავსტრალია.

არგენტინა – საფრანგეთი 80:66

როგორც ჩანს, ამერიკასთან ბრძოლამ ფრანგებს დიდი ენერგია წაართვა. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ სამხრეთამერიკელებს და ვერც გადამწყვეტ მომენტში შეძლეს დაწევა.

არგენტინას კი გამარჯვება 39 წლის ლუის სკოლამ მოუტანა, რომელმაც 28 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა.

ესპანეთი-ავსტრალია 95:88

საოცრად ითამაშა ავსტრალიელმა პატი მილსმა, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა. მას არ ჩამორჩა ესპანელი მარკ გასოლი – 33 ქულა, თუმცა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა რიკი რუბიომ, რომელმაც 19 ქულას 12 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

წყარო: lelo.ge

SHARE