ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა

527
9 ივლისს ნაგოა ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია.
ლევან გორგაძე კომუსუბი რიუდენს შეხვდა და უატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა.
ამ წაგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 0:3-ზე გაუხდა.
ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:1-ზე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე მეორე მარცხი განიცადა გაგამარუმ.
წყარო: sportall.ge
SHARE