ნახეთ, რა რეკორდი დაამყარა ზაგრების დინამოს მეკარემ საბურთალოსთან მატჩში…

275

“საბურთალოსთან” ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში (3:0) ზაგრების “დინამოს” მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა კარი “მშრალად” შეინახა და 24 წლის წინ დამყარებული საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა. მისთვის ეს ამ სეზონში ზედიზედ მე-5 “მშრალი” მატჩი იყო.

მანამდე, საუკეთესო შედეგი ეკუთვნოდა დრაჟენ ლადიჩს, რომელიც ერთდ დროს ხორვატიის ნაკრების კარსაც იცავდა. რეკორდი მან 1995 წელს დაამყარა, როცა ლივაკოვიჩი ახალი დაბადებული გახლდათ. ლადიჩის მიღწევა მოიცავდა 413 “მშრალ” წუთს. ლივაკოვიჩმა კი ეს რეკორდი “საბურთალოსთან” მატჩის 54-ე წუთზე მოხსნა.

საინტერესოა კიდევ ის, რომ ლივაკოვიჩი ხორვატიის ნაკრების მეკარეც გახლავთ, სადაც მას სწორედ ლადიჩი ავარჯიშებს, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

წყარო: lelo.ge

SHARE