ნეიმარი და რონალდუ ერთად? – ფეხბურთელის მამა ტურინში ჩაფრინდა

383
თავდამსხმელ ნეიმარს ისე არ უნდა პსჟ-ში დარჩენა, რომ თუ “ბარსელონაში” დაბრუნება არ გამოუვიდა, მზადაა “იუვენტუსში” გადაბარგდეს.
Rai Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის მამა ტურინში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან შესახვედრად გაემგზავრა.
ის სულ მალე “იუვეს” სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩს შეხვდება. თუმცა საეჭვოა, “ბიანკონერიმ” მასში მოთხოვნილი 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ნეიმარის სამსახურით აგრეთვე “ბაიერნია” დაინტერესებული.
წყარო: sportall.ge
SHARE