ნეიმარს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს

337

„პარი სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების შემტევს, ნეიმარს, ბრალს გაუპატიურებაში აღარ წარუდგენენ – გვამცნობს UOL Esporte. წყაროს მტკიცებით, პოლიციამ ვერ იპოვნა 27 წლის ფეხბურთელის მიერ ჩადენილი დანაშულის მტკიცებულებები, რადგან მომჩივანი გოგონას ჩვენებები ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს.

ასე რომ, ნეიმარს ყველა ბრალდება მოუხსნეს და ის სასამართლოს წინაშე აღარ წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა მოდელმა, ნაჟილა ტრინდადიმ, ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, 15 მაისს, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, ფეხბურთელმა მასზე იძალადა, რის შემდეგაც გოგონამ სან პაულუს პოლიციაში შეიტანა საჩივარი.

ნეიმარი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და ამბობდა, რომ ტრინდადი მას ფულის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE