ნემსაძე და დილა საბოლოოდ გადაწყდა: მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

396

გადაწყვეტილი ამბავია: მომავალ სეზონში გორის “დილას” გიორგი ნემსაძე გაწვრთნის. ეს თითქოს აქამდეც გარკვეული იყო, თუმცა საბოლოო წერტილი მხოლოდ ახლა დაისვა. ახლა “დილაში” რამდენიმე ლეგიონერი ისინჯება და ისიც საინტერესოა, რა ბედი ეწევათ მათ. გუშინ “ლელო” კომენტარისთვის გორული კლუბის დამრიგებელს დაუკავშირდა:

“მიმდინარეობს მზადება ახალი სეზონისთვის. რამდენიმე ფეხბურთელი სინჯებზეა და მათ საკითხს უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ. ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ ისეთი გუნდი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამხანაგურ მატჩებში ყველა ფეხბურთელს მივცემთ თავის გამოჩენის შანსს და ვნახოთ, ვინ როგორ გამოიყენებს ამ შანსს”, – გვითხრა ნემსაძემ.

წყარო: lelo.ge

SHARE