ნიკა კვეკვესკირი: ძალიან სპეციფიკური ტრავმა მაქვს… ემოციურად, ასე არასოდეს გამჭირვებია

276

საქართველოს ნაკრებს კორეასა და დანიასთან მატჩებში ნიკა კვეკვესკირიც დააკლდა – საყრდენი ნახევარმცველივინც ეროვნულ გუნდში ყოველთვის კარგად თამაშობს. “ტობოლის” ნახევარმცველის არყოფნის მიზეზი ტრავმააგუშინ “ლელო” კვეკვესკირს დაუკავშირდა და მასინტერვიუ ჩამოართვა

– ალბათძალიან რთულია ნაკრების წევრისთვის ეროვნული გუნდის მატჩების ტელევიზორის ეკრანიდან ან ტრიბუნიდან ცქერაამჟამად როგორ გრძნობთ თავს?

– მართალი ხართ, ძალიან რთულია… უზომოდ მწყდება გული იმის გამო, რომ ნაკრებს ამ ორ შეხვედრაში გამოვაკლდი… რას ვიზამ, ფეხბურთი ტრავმების გარეშე არ არსებობს… სხვათა შორის, ძალიან სპეციფიკური ტრავმაა. ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივარ.

– მაინცრა ტრავმაა ასეთი?

– დამიჯერებთ? ზუსტად არც ვიცი, ქართულად რა ჰქვია ამ კუნთს. მხოლოდ ლათინური სახელწოდება ვიცი. ზოგადად, მენჯ-ბარძაყის პრობლემაა. იმედია, მალე გაივლის.

– როგორ შეაფასებდით კორეასა და დანიასთან ჩატარებულ მატჩებს?

– უნდა გითხრათ, რომ ემოციურად ასე არასოდეს გამჭირვებია. გინდა, გახვიდე მინდორზე, მთელი სული და გული ჩადო თამაშში, შენს ქვეყანას დაეხმარო და… ამ დროს ტრავმა არ გიშვებს. რაც შეეხება თამაშების ჩემეულ შეფასებას… ორივე თამაშმა აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები იზრდება, როგორც გუნდი. კორეასთან ფრე არ არის ცუდი შედეგი. ეს ნაკრები აზიაში ერთ-ერთი უძლიერესია და სისტემატურად თამაშობს მუნდიალებზე… რაც შეეხება დანიასთან მატჩს, ყველამ ვიცით, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი მიზერულია, დანიას კი ჰაერივით სჭირდებოდა 3 ქულა. მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. სწორად და გამართულად ვითამაშეთ. ცალკე სათქმელია ის, რომ ეროვნულ გუნდში არაერთმა ახალგაზრდა და ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა, ზოგიერთი მისთვის უცხო პოზიციაზეც ვიხილეთ, მაგრამ მაინც შესანიშნავად ითამაშეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი აბურჯანიას კარგი თამაში საყრდენ ზონაში. იგივე კიტეიშვილი, თამამად შემიძლია ვთქვა, ამ ორ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.

– თქვენგან ასეთი ტონი მისასალმებელიარა დასამალია დაშესაძლოაბევრს არ ესიამოვნოს მის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდათქვენ კი ასე ლაპარაკობთ კონკურენტებზე

– დავიწყოთ იმით, რომ მე ჯერ ქართველი ვარ – საქართველოს ნაკრების რიგითი გულშემატკივარი და მერე ვარ ფეხბურთელი. მივესალმები ყოველივე იმას, რაც წაადგება საქართველოს ნაკრებს და რომ წაადგება, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, ძალიან კარგია, ნაკრებში კონკურენცია რომ იზრდება. არც აქამდე დამიკლია მონდომება და არც მომავალში დავაკლებ. ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებში აუცილებელია კონკურენცია. ეს კარგად მოქმედებს ფეხბურთელზე და, მათ შორის, ჩემზეც.

– კიდევ რა დაინახეთ დანიასთან შეხვედრაში?

– ფაქტია, საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი და ნიჭი. დანიელთა შეჩერება იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ყველას გვახსოვს, რაც მოხდა დანიაში… ჩემი აზრით, რომ არა არაერთი ფეხბურთელის დანაკლისი, იმ შეხვედრის შედეგი სხვა იქნებოდა.

– და ბოლოს, “ტობოლზე” გკითხავთყაზახურ მედიაში ბევრი დაიწერა ამ კლუბში რყევების შესახებრა ხდება რეალურად?

– სიმართლე გითხრათ, ვერიდები ნეგატივის კითხვას, მაგრამ მაინც შევავლებდი ხოლმე თვალს პრესას, მეტადრე იმას, რაც ჩვენს გუნდზე იწერებოდა… უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი აშკარად გადაჭარბებული იყო… ხალხი მეკითხებოდა კიდეც, ნუთუ მართლა ასეთი ცუდი ვითარებააო? არანაირი სირთულე არ არის, მათ შორის, არც ფინანსური თვალსაზრისით. გუნდი პირველ ადგილზეა ყაზახეთის ჩემპიონატში და მონდომებით ემზადება შემდეგი თამაშისთვის.

ფოტო: gff.ge

წყარო: lelo.ge

SHARE