ორი კახას დუელი: ცხადაძე თუ ჩხეტიანი? სტატისტიკა და რეკორდები

355

დღეს კიდევ ორ ქართულ გუნდ ჩაატარებს ევროპალიგის საპასუხო მატჩებ. თბილისისდინამოს” თუ მართლაც “გასეირნება” ელოდება ანდორაში ადგილობრივ “ენგორდანისთან“,აიქუთაისის “ტორპედომ” კი ძალიან სერიოზულ მეტოქეს – ყაზახურ “ორდაბასის” უნდავ უმასპინძლოს

პირველი მატჩის შედეგიდან და, საერთოდ, მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე, თბილისის “დინამოზე” არ ვილაპარაკებთ – ქართველ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც იმ აზრზე ვართ, რომ დღესდღეობით”დინამოს” უმთავრესი საფიქრალი უკვე მომავალ მოწინააღმდეგე “გაბალასთან” (აზერბაიჯანი) ორრაუნდიანი დაპირისპირება უნდა იყოს…

თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ და, ანდორელებთან მატჩსაც უნდა ჰქონდეს გარკვეული “ინტრიგა” – ანუ, ის რაც “დინამომ” პირველ მატჩში ვერ მოახერხა, დიდი შანსია, საპასუხო შეხვედრაში შეძლოს – დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით გაიმარჯვოს.

პირველი მატჩიდან გამომდინარე, მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ და იქნებ, ევროტურნირებზე ახალი რეკორდიც ვიხილოთ! ისე კი, ჯერჯერობით, ერთდროულად ოთხ ქართულ გუნდს ეკუთვნის რეკორდი: 1996 წელს –  ბათუმის “დინამომ”, 1998 წელს ქუთაისის “ტორპედომ”, 2009 წელს – “ზესტაფონმა” და ერთი კვირის წინ თბილისის “დინამომ” თავიანთი მეტოქეები ერთნაირი ანგარიშით, 6:0 დაამარცხეს…

“ტორპედოს” კი ნამდვილად არ აქვს საქმე რეკორდების სადევნელად. როცა წლევანდელი ევროტურნირების წილისყრა გაიმართა, უკვე მაშინვე იყო ცხადი, რომ 4 ქართული გუნდიდან, ყველაზე ძალიან სწორედ “ტორპედოს” არ გაუმართლა! მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ უსიამოვნო სტატისტიკასაც, რაც დღესდღეობით არსებობს ევროტურნირებზე ქართული და ყაზახური გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში…

სტატისტიკა არ შეიხედება…

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახები თავდაპირველად აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობდნენ და ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე, ვიდრე “მისამართს” შეიცვლიდნენ და უეფაში გაწევრდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ როგორც უეფას წევრ ქვეყანას, ყაზახეთის ნაკრებს დებიუტი მსოფლიოს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჰქონდა და ისე მოხდა, რომ თავიანთი პირველი და ისტორიული ქულა… საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოიპოვეს…

2012 წელიტორპედოაქტობე 1:1

რაც შეეხება საკლუბო დონეზე ჩვენი და ყაზახური გუნდების დაპირისპირებათა ისტორიას, როგორც აღვნიშნეთ, ამ მხრივ მართლაც კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს: “ორდაბასისთან” გამართული პირველი მატჩის ჩავთვლით, 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე, 15 თამაში გვაქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ 2 მოვიგეთ, 4 ფრედ დავასრულეთ, 9 შეხვედრა კი წავაგეთ. ბურთების სხვაობაც ნამდვილად არ შეიხედება – 7:20.

…”ტორპედოსა” და “ორდაბასის” პაექრობა რიგით მეშვიდე რაუნდია ევროტურნირებზე ქართული და ყაზახური გუნდების დაპირისპირებებში. სამწუხაროდ, წინა 6 შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ქართულმა გუნდმა ყაზახური ბარიერი დაძლია: 2011 წლის ზაფხულში, ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუსთავის “მეტალურგმა” შინ ფრედ (1:1) ითამაშა პავლოდარის “ირტიშთან”, ხოლო სტუმრად 2:1 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა. ეს იყო და ეს: მანამდეც და ამის შემდეგაც, ქართული კლუბები ვერაფრით ახერხებდნენ ყაზახური ბარიერის დაძლევას…

ყველაზე მტკივნეულად სულ პირველი ფიასკო გვახსენდება, მით უფრო, რომ 2007 წელს ერთდროულად ორი ქართული გუნდი გავარდა ყაზახურ გუნდებთან დაპირისპირებაში: ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტურნირის დებიუტანტმა რუსთავის “ოლიმპმა” შინ 0:0 ითამაშა “ასტანასთან”, სტუმრად კი 0:3 წააგო.

შედარებით უკეთ იასპარეზეა ევროტურნირების კიდევ ერთმა დებიუტანტმა “ზესტაფონმა”, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად: “ინტერტოტოს თასის” პირველ ეტაპზე იმერულმა კლუბმა გასვლითი მატჩი 0:3 წააგო “ტობოლთან”, საპასუხოში კი მხოლოდ 2:0 გაიმარჯვა…

…ასევე მარცხიანი აღმოჩნდა ქართულ-ყაზახური რიგით მეორე დაპირისპირება და ამ შემთხვევაშიც ჩემპიონთა ლიგაში საქართველოს რუსთავის “მეტალურგი”(“ოლიმპი”) წარმოადგენდა, რომელმაც 2010 წლის ზაფხულში, II საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩში გასვლაზე 0:2 წააგო “აქტობესთან”, შემდეგ კი საპასუხო საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდა.

სამაგიეროდ, მესამე ცდაზე შევძელით ევროტურნირებზე ყაზახური ბარიერის დაძლევა და როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 2011 წელს, ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე “მეტალურგმა” მოახერხა და ორი მატჩის ჯამში აჯობა “ირტიშს”.

ყაზახურ გუნდს ვერც მომდევნო, 2012 წელს ავცდით, როცა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედომ” შინ 1:1 ითამაშა “აქტობესთან”, სტუმრად კი მინიმალური სხვაობით, 0:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ქუთაისელთა დაბრუნება ევროტურნირებზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ…

…ისე, “აქტობე” (დღესდღეობით, ყაზახურ პრემიერლიგაში ბოლო ადგილზე რომ არის და ფინანსური პრობლემების გამო ჩემპიონატი -12 ქულით დაიწყო) მართლაც რომ რისხვად იქცა ქართული კლუბებისთვის – რამდენჯერაც გადაეყარა ეს გუნდი ევროტურნირებზე ქართულ გუნდებს, იმდენჯერ გვაჯობა და იმდენჯერაც გავიდა მომავალ ეტაპზე.

ჰო, რუსთავის “მეტალურგისა” და ქუთაისის “ტორპედოს” შემდეგ, “აქტობემ” მერე უკვე ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბიც გაამწარა – 2014 წლის ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვლადიმირ გაზაევის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ამ გუნდმა თბილისის “დინამოს” ორივე მატჩი თითქმის უპრობლემოდ მოუგო – 1:0, 3:0.

სხვათა შორის, “დინამოს” ამ მატჩებში მიხალ ბილეკი მოძღვრავდა, ჩეხეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი, რომელიც ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბში სწორედ ევროტურნირების დაწყების წინ მოვიდა და “აქტობესთან” ფიასკოს შემდეგ… გაათავისუფლეს! არადა, დღესდღეობით, ეს გამოცდილი სპეციალისტი… ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია…

“აქტობეს” გარდა, არანაკლებ “უყვარს” ქართული გუნდების გამწარება კიდევ ერთ ყაზახურ გუნდს – “ტობოლს”, სადაც საქართველოს ნაკრების შეუცვლელი წევრები – ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირიგუნდის უპირობო ლიდერები არიან.

2018 წელი. ტობოლი-სამტრედია 2:0. ჯაბა კანკავა ქართული გუნდის წინააღმდეგ

შარშანდელი ზაფხული იყო, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წყვილის აშკარა ფავორიტად შერაცხულმა “ტობოლმა” მართლაც რომ უპრობლემოდ დაამარცხა “სამტრედია” (1:0, 2:0).

ანუ დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ “ორდაბასისთან” გამართული პირველი მატჩის ჩათვლით, ქართულ გუნდებს ზედიზედ 6 მარცხი აქვთ ყაზახურ გუნდებთან და ამასთან, ამ 6 მატჩში მეტოქეთათვის არცერთი გოლი არ გაგვიტანია.

ჩხეტიანი VS ცხადაძე/ჩიხრაძე

შარშან თუ ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი დაუპირისპირდნენ თანამემამულეებს, ამჯერად უკვე ქართველი (თანაც, ასევე წარმატებულები თავიანთ პროფესიაში) მწვრთნელები იქნებიან მეტოქეთა რანგში.

მოგეხსენებათ, შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, “ორდაბასის” მთავარ მწვრთნელად კახაცხადაძე მუშაობს, ხოლო მისი ასისტენტი კიდევ ერთი ტიტულოვანი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძეგახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ სპეციალისტს საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული აქვს მოპოვებული: ჩიხრაძის ხელმძღვანელობით, თბილისის “ამერმა” ორ-ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი, ხოლო კახა ცხადაძემ საქართველოს ჩემპიონობა თბილისის “დინამოსაც” მოუტანა და ბოლნისის “სიონსაც”.

ამას გარდა, მისი ხელმძღვანელობით, ბაქოს “ინტერი” აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა და “თანამეგობრობის თასის” გამარჯვებულიც, ხოლო “ქაირათის” მთავარი მწვრთნელის რანგში, ყაზახეთის სუპერთასი მოიგო.

არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს ამ დუეტის დაპირისპირება “ტორპედოს” ბოლოდროინდელი წარმატებების უმთავრეს შემოქმედ კახა ჩხეტიანთან. საქმე ისაა, რომ 2016-18 წლამდე, სწორედ “ორდაბასის” ქართველ მწვრთნელთა დუეტს ეკუთვნოდა ერთობ საინტერესო რეკორდი!..

ახლა კი დეტალურად: კახა ცხადაძე ერთადერთი გახლდათ ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ჩემპიონობა მოპოვებული ჰქონდა როგორც ფეხბურთელსაც და როგორც – მწვრთნელს. ხოლო, ჩიხრაძე ასევე ერთადერთი იყო, საქართველოს თასი როგორც ფეხბურთელს რომ ჰქონდა მოპოვებული და როგორც – მწვრთნელს.

და აი, კახა ჩხეტიანმა შეძლო და ეს ორივე მიღწევა გაიმეორა: მშობლიური “ტორპედოს” შემადგენლობაში, ფეხბურთელის რანგში საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა, მერე უკვე სამწვრთნელო ასპარეზზეც იყოჩაღა და ამავე გუნდის თავკაცის რანგში ორჯერ (2016, 2018) თასი მოიგო, ერთხელაც (2017) ჩემპიონი გახდა.

ანუ, დღესდღეობით სწორედ ჩხეტიანია ერთადერთი, რომელსაც ჩემპიონობაც და თასიც, ფეხბურთელის რანგშიც აქვს მოპოვებული და მწვრთნელისაც.

წყარო: lelo.ge

SHARE