ოფიციალურად: ლუკა ზარანდია ბელგიაში დაბრუნდა

450

ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია ბელგიაში დაბრუნდა და ამიერიდან „ზულტე ვარეგემის“ ღირსებას დაიცავს. როგორც ბელგიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ჩვენებურთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ძალიან ბედნიერი და მოტივირებული ვარ. მინდა პოლონური გამოცდილება გამოვიყენო და ამჯერად ჩემი შესაძლებლობები ამ კლუბში ვაჩვენო. თავდაპირველად „არკას“ ფეხბურთელებს დავემშვიდობები, სადაც სუპერთასი ორჯერ და ერთხელ თასი მოვიგე.

მოლოდინი პოზიტიურია, კომპლექსი პრაქტიკულად ფანტასტიკურია. სანდი ველში „გენკში“ ჩემი თანაგუნდელი იყო და ახლაც ერთად ვითამაშებთ. გარდა ამისა, ძალიან კარგად ვიცი თუ რას ელოდება ფრანკი დური ჩემგან („ვარეგემის“ მთავარი მწვრთნელი – რედ)“, – ციტირებს ზარანდიას სიტყვებს ბელგიური გუნდის ვებგვერდი.

23 წლის ლუკა ზარნადია ბოლო 2.5 წლის განმავლობაში პოლონური „არკას“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 59 თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა. ბელგია კი მისთვის უცხო ქვეყანა არაა, რადგან 2014-2016 წლებში „გენკის“ აკადემიაში ირიცხებოდა. საქართველოში ლუკას მხოლოდ თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსება დაუცავს.

რაც შეეხება „ზულტე ვარეგემს“, გასულ სეზონში ბელგიის იუპილერ ლიგაში 33 ქულა დააგროვა და სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE