ოფიციალურად რეალი და რამოსი დასრულდა…

721

სერხიო რამოსი მადრიდის “რეალიდან” ოფიციალურად წავიდა – ამ ინფორმაციას სამეფო კლუბის ვებ გვერდი აქვეყნებს.

მიმდინარე თვის ბოლოს, სერხიო რამოსს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და მხარეები მას აღარ გააგრძელებს. 17 ივნისს, კლუბის ოფისში რამოსის გამოსამშვიდობებლი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც დაესწრება.

მადრიდელები თავიანთ კაპიტანს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, რამოსის სურვილი კი ორი წლით თანამშრომლობის გაგრძელება იყო, ამასთან, კაპიტანი არც ხელფასის დაკლებაზე იყო თანახმა, რაზეც საბოლოოდ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

სერხიო რამოსი “რეალში” 2005 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში 35 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ერთად 5-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფასა სუპერთასს დაეუფლა, ოთხჯერ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა…

წყარო

SHARE