ოფიციალურად! საქართველო-ბელარუსი ივნისისთვის გადაიტანეს!

315

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, უეფა მიიღო გადაწყვეტილება, ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩების მარტიდან ივნისის დასაწყისისთვის გადაიტანოს.

ივნისის დასაწყისში ტრადიციულად იყო სანაკრებო ფანჯარა და საქართველო-ბელარუსის მატჩიც ამ პერიოდში ჩატარდება. თუმცა ეს მაინც არ არის მყარი თარიღი და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ვითარება გვექნება კორონავირუსის გავრცელების მხრივ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ხოლო ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი 27 ივნისს.

წყარო: lelo.ge

SHARE