პატრის ევრა: „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვარჯიში „იუვენტუსთან“ შედარებით დღესასწაული იყო

314
“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა ტურინულ კლუბში ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა.
38 წლის ევრა “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.
“იუვენტუსში” ვარჯიში უფრო რთული იყო, ვიდრე თამაში. ზოგიერთი ამბობს, რომ იტალიის ჩემპიონატში თამაში ადვილია. არადა, ისინი იტალიაში თამაშით კი არა, ვერც კი ივარჯიშებენ. ჩემთვის ეს შოკი იყო.
“მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობა ჩემთვის, სადაც ბევრი ჯილდო მოვიგე, ნამდვილი დღესასწაული იყო ტურინში გატარებულ 2 სეზონთან შედარებით. “იუვენტუსში” მატჩის დღესაც კი ვვარჯიშობდით.
ზოგ შეხვედრაში 9-10 კილომეტრს დავრბოდი, ხოლო ორი დღის შემდეგ ვარჯიშზე 2-3 კილომეტრის გარბენას მაიძულებდნენ. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელებისგან თითოეულ მატჩში 12 კილომეტრის დაფარვას ითხოვდნენ, მაშინაც კი, როცა მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს ვაკონტროლებდით.
ვამაყობ, რომ 2.5 სეზონი “ბიანკონერის” ღირსებას ვიცავდი. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა იყო ჩემს ცხოვრებაში”, – თქვა ევრამ Sky Sports-თან საუბარში.
წყარო: sportall.ge
SHARE